საარბიტრაჟო დღეები 2018
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში მეხუთე ყოველწლიური საარბიტრაჟო დღეები გაიმართა. წლევანდელი წლის კონფერენცია მიეძღვნა დავების მოგვარების სფეროში ახლად დამკვიდრებულ მიდგომებს.
ორ დღიანი ღონისძიება გახსნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ქალბატონი ნინო ჩიქოვანმა. საკუთარ მიმართვაში, ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ბიზნეს დავებისათვის დამოუკიდებელი და ეფექტური დავების მოგვარების საშუალების – არბიტრაჟის არსებობის მნიშვნელობაზე.
ამასთანავე, გახსნით ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა; ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა კარლ ჰარტცელმა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ქალბატონმა ნინო ბაქაქურმა; ბიზნეს ომბუცმენმა, ბატონმა ირაკლი ლექვიანიძემ და არბიტრთა ასოციაციის თავჯდომარემ, ქალბატონმა სოფო ტყემალაძემ.
ქალბატონმა თეა წულუკიანმა, საკუთარ მიმართვაში ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან არბიტრაჟის განვითარების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია რეალური პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონალური საარბიტრაჟო ცენტრი. ამასთანავე, მინისტრმა მოუწოდა ბიზნეს სექტორს უფრო ხშირად გამოიყენოს არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების საშუალება და განაცხადა, რომ ბიზნეს დავების გადაწყვეტისათვის „სასამართლო უნდა იყოს არბიტრაჟის ალტერნატივა“.
ქალბატონმა ნინო ბაქაქურმა აღნიშნა, რომ სასამართლო მხარს უჭერს ქვეყანაში არბიტრაჟის განვითარებას და განაცხადა, რომ სასამართლოს აქვს არის არბიტრაჟისადმი მეგობრული დამოკიდებულება. ხოლო, ბიზნეს ომბუცმენმა, ბატონმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რაც გააჩნია ალტერნატიული დავების მოგვარების საშუალებებს ბიზნეს წრეებისათვის.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ბატონი დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრი, დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარსდგა სპეციალური მიმართვით და განმარტა თუ რატომ უნდა აირჩიოს ბიზნესმა არბიტრაჟი.
კონფერენციის პირველ დღეს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტს შორის. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ინსტიტუტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, საკუთარ რეგიონებში არბიტრაჟის განვითარების მიზნით. ამასთანავე, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ ერთმანეთის ინფრასტრუქტურა ზეპირი მოსმენების გასამართად და სხვა საარბიტრაჟო პროცესისათვის აუცილებელი ღონისძიებების ჩასატარებლად.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელმა კონფერენციამ დამსწრეთა რეკორდულად დიდი რაოდენობა მოიზიდა მთელი მსოფლიოდან. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: ჯეიმს ბრიგმანი (ბრიტანეთის არბიტრთა სამეფო სიის პრეზიდენტი), ალექანდერ პერშე (ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრი და ბეიკერ მაკქენზის პარტნიორი), ტომას შნაიდერი (ალ ტამიმის არბიტრაჟის მიმართულების ხელმღვანელი), ქეთრინ როჯერსი (პროფესორი პენის და ქვინ მერის უნივერისტეტებში) და სხვა.
კონფერენციის პირველი პანელი მიეძღვნა ტექნოლოგიურ სიახლეებს არბიტრაჟი. პანელის წევრებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორიც არის ელექტრონული დოკუმენტ წარმოება, ონლაინ დავების მოგვარება და ბლოქჩეინ ტექნოლოგია არბიტრაჟში.
რაც შეეხება მეორე პანელს, იგი დაეთმო მრავალფეროვნებას არბიტრაჟი. მომხსენებლებმა განიხილეს დღევანდელი მდგომარეობა გენდერული ჩართულობის კუთხით და იმსჯელეს იმ შესაძლო ცვლილებებზე რამაც შეუძლება ხელი შეუწყოს ქალთა უფრო მეტ ჩართულობას არბიტრაჟში.
პირველი დღის მესამე პანელი წარიმართა პაექრობის ფორმატით და მომხსენებლები განიხილავდნენ იმ განსხვავებებს რომლებიც არის მტკიცებულებათა შეგროვების შესახებ წესებში.
კონფერენციის მეორე დღე გაიხსნა პანელით, რომელიც მიეძღვნა საარბიტრაჟო სარჩელის მესამე პირის მიერ დაფინანსებას. განხილულ იქნა პრაქტიკული საკითხები, როგორც არის საარბიტრაჟო სარჩელის დაფინანსებამდე მის სამართლებრივ შეფასება და ასევე განხილული იყო აღნიშნული ინდუსტრიის მომავალი.
საარბიტრაჟო დღეების ბოლო, მეხუთე პანელი დაეთმო დავების მოგვარების ახალ საშუალებებს. განხილული იქნა არბიტრაჟი თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში და სპეციალიზებული სასამართლოები. ამასთანავე, პანელის წევრებმა იმსჯელეს საინვეტიციო დავების მოგვარების მომავალზე.
საარბიტრაჟო დღეების ძირითადი ნაწილი დახურა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა ბექა ინჯიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სპონსორებს, პარტნიორებსა და დამსწრე საზოგადოებას.
საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში, მისი ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართა ორი პარალელური სამუშაო შეხვედრა. ICDR Y&I-ს მიერ ორგანიზებული იქნა სამუშაო შეხვედრა ბიზნეს სუბიექტებისათვის, ეფექტური საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ, ხოლო CIArb-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პრაქტიკოსებისათვის, რომელიც დაეთმო არბიტრთა ეთიკურ საკითხებს.