GIAC-მა საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
2023 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ დაამტკიცა ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა.საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭო არის მთავარი ორგანო, რომლიც მეშვეობითაც ხორციელდება დავების ეფექტური მართვა და გადაწყვეტა. საარბიტრაჟო საბჭო უზრუნველყოფს საარბიტრაჟო პროცესის ეფექტურ წარმოებას და საარბიტრაჟო წესების დავის პროცესში განუხრელად დაცვას.
საარბიტრაჟო საბჭოს სამ წევრს ქეთევან ბეთანელს, ლაშა არველაძესა და გალინა ჟუკოვას - ამოეწურათ საბჭოს წევრობის მეორე ვადა. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე მათგანს, როგორც საარბიტრაჟო საბჭოს წევრებს დიდი წვრილი მიუძღვით საარბიტრაჟო ცენტრის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებაში. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ გაწეული საქამიანობისათვის.
განახლებულ საარბიტრაჟო საბჭოში მეორე ვადით დაინიშნენ: მარიამ გოცირიძე, ფრანსისკო ამალო,იას მანიფატემი, პატრისია შონესი, სტივენ ფინიციო,მარკიან კლუჩკოვსკი, მაია ბაქრაძე და ნატა ღიბრაძე, რომლებსაც ასევე დიდი წვრილი შეაქვთ, დავების ეფექტიანად გადაწყვეტის პროცესში და ამასთან მნიშვნელოვანი, როლი აქვთ საარბიტრაჟო ცენტრის ცნობადობის ამაღლებაში, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.
საარბიტრაჟო საბჭოს შემადგენლობას დაემატა ერთი ახალი წევრი, იურიდიული ფირმა „ბი ელ სი“-ს პარტნიორი- გიორგი ბათლიძე, რომელიც მომდევნო 3 წლით ვადით იქნა არჩეული.
საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობის თავჯდომარედ არჩეულ იქნა მარიამ გოცირიძე, ხოლო მოადგილეებად, ფრანსისკო ამალო და გიორგი ბათლიძე.
რაც შეეხება, საარბიტრაჟო საბჭოს ახალ წევრებს, მათი შერჩევისას მხედველობაში იქნა მიღებული მათი გამოცდილება, რეპუტაცია, კვალიფიკაცია და საარბიტრაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი შემადგენლობა სრულად აბალანსებს საარბიტრაჟო ცენტრში შემოსული დავების მხარეთა სხვადასხვა ენობრივი და განსხვავებული სამართლებრივი კულტურიდან გამომდინარე შესაძლოდ წარმოშობილ საკითხებს. თითოეული საბჭოს წევრი არბიტრაჟს სფეროში სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და გააჩნია ამ მიმართულებით დიდი კვალიფიკაცია და გამოცდილება.
აქვე ხაზგასასმელია, რომ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი შემადგენლობის უმრავლესობის საქმიანობის ადგილი არის საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც ამცირებს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტების დადგომის შესაძლებლობას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი შემადგენლობა ახალი ძალებითა და გააგრძელებს საქართველოში და მთლიან რეგიონში არბიტრაჟის განვითარების და ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, საარბიტრაჟო საბჭოს დამოუკიდებლობა, კვალიფიკაცია და გამოცდილება იქნება საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ხარისხიანი საარბიტრაჟო პროცესის შემდგომი უზრუნველყოფის გარანტი, რაც საარბიტრაჟო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა:
მაკა გოცირიძე
ფრანსისკო ამალო
გიორგი ბათლიძე
იას ბანიფატემი
პატრისია შონესი
სტივენ ფინიციო
მარკიან კლუჩკოვსკი
მაია ბაქრაძე
ნატა ღიბრაძე
ელენე გოგაძე