EN

გამოცემები

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო პარიზის არბიტრაჟის კვირეულში
calendar01.04.2024

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო პარიზის არბიტრაჟის კვირეულში

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ მონაწილეობა მიიღო პარიზის ყოველწლიურ საარბიტრაჟო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა 2024 წლის 22 მარტის ჩათვლით.

ღონისძიება მიეძღვნა აღმოსავლეთ ევროპაში არბიტრაჟის მიმდინარე სამართლებრივ და პრაქტიკულ სიახლეებს და კულტურულ თავისებურებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრაქტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლების დაინტერესებულები არიან აღნიშნული რეგიონით.

საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საარბიტრაჟო ცენტრის მიმდინარე ტენდენციები და არსებული სტატისტიკა.  მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით მომატებულია საერთაშორის დავების ოდენობა, რაც გულისხმობს, რომ ცენტრის მიერ ადმინისტირებულ დავებში ერთი მხარე მაინც არის უცხოელი, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, უკრაინა, ლატვია, კვიპროსი, ისრაელი, აზერბაიჯანი.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა საქართველოში საარბიტრაჟო სფეროში ქართველი იურისტების პრაქტიკას და ტენდენციებს თუ რამდენად წარმოადგენს ქართველი პრაქტიკოსი იურისტები ბიზნეს საერთაშორისო კომერციულ და საინვესტიციო დავებში.
შეგახსენებთ, რომ პარიზის საარბიტრაჟო კვირეული იმართება ყოველწლიურად ადრეულ გაზაფხულზე და არის ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორუმი, სადაც ასეულობით არბიტრი და არბიტრაჟის სფეროში ჩართული პრაქტიკოსი იურისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყრის თავს. პარიზის საარბიტრაჟო კვირეული მნიშვნელოვანია თანამედროვე სიახლეების გამოწვევების გასაზიარებლად და ასევე საქართველოში და ჩენს რეგიონში მიმდინარე სიახლეები საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად.