GIAC-ის გენერალურმა მდივანმა მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის მე-3 სამშენებლო ფორუმში
2026 წლის 28-29 აპრილს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის მე-3 სამშენებლო ფორუმი, რომლის მხარდამჭერი იყო GIAC-ი.ფორუმი, რომელიც Innovative Engineering iNGO Armenia-ს, Hogan Lovells-ის, ACEG-ისა და Intelligent Solution LLC-ის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების გამოწვევების განხილვას.
GIAC-ის გენერალურმა მდივანმა, ბექა ინჯიამ, მონაწილეობა მიიღო მე-8 პანელში: „საარბიტრაჟო ინსტიტუტების როლი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული დავების გადაწყვეტისას“. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა GIAC-ის როლს რეგიონული პროექტებისთვის სტაბილური სამართლებრივი გარემოს შექმნაში და გამოცდილება გაუზიარა VIAC-ის, AMCA-სა და შვეიცარიის საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენლებს.

