EN
გიორგი პერტაია

გიორგი პერტაია

გიორგი პერტაია არჩეულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად.

ბ-ნი პერტაია იყო საქართველოს პირველი ბიზნესომბუდსმენი, საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი. თითქმის ორი წლის განმავლობაში ის იყო შუამავალი მთავრობასა და ბიზნეს საზოგადოებას შორის, მხარს უჭერდა ვაჭრობის და ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

ბ-ნი პერტაია აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში.ამჟამად მუშაობს EUROCHAMBRES-ის დირექტორთა საბჭოში და იკავებს მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს წევრის თანამდებობას. მან მიიღო MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი) დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ირაკლი სირაძე

ირაკლი სირაძე

ირაკლი სირაძეს აქვს 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილება, რაც მოიცავს საგადასახადო მიმოხილვის/საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, მიზნობრივ საგადასახადო აუდიტს (tax due diligence), საგადასახადო დავებს, საგადასახადო სასამართლო წარმოებასა და სხვა დაკავშირებულ სერვისებს.

ირაკლი სირაძეს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სექტორში, მათ შორის იყო: ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე და ა.შ.

ირაკლი სირაძე აქტიურად არის ჩართული ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამართულ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესებში და მონაწილეობს ამ პროცესებთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაში, მათ შორის ნორმატიული აქტების პროექტებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური სახელმძღვანელოების (მანუალების) განხილვაში.

 

ზურაბ ლალაზაშვილი

ზურაბ ლალაზაშვილი

ზურაბ ლალაზაშვილი ბიდიოს მმართველი პარტნიორია 1999 წლიდან.

იგი ფლობს 22 წლიან გამოცდილებას ბიზნეს-საკონსულტაციო და აუდიტის სფეროში.

მისი სპეციალიზაცია მოიცავს სახელმწიფო სექტორს, სადაზღვევო და საბანკო სფეროს, კომუნიკაციებს, ენერგოსფეროს, ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქიმიურ მრეწველობასა და წარმოებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანასებულ სხვადასხვა პროექტებს.

ზურაბს აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით წარმოების, შიდა კონტროლის ოპტიმიზაციის ინსტრუმენტების, ფინანსური მენეჯმენტის და მმართველობითი აღრიცხვის, ბიზნეს–დაგეგმვის, მსხვილი საწარმოების ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საკონსულტაციო პროექტების მართვის გამოცდილება.

ზურაბი არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის (ბაფ) ის წევრი 1998 წლიდან და მას შემდეგ აქტიურადა იყო ჩართული ბაფის პროფესიულ საგანმანათლებლო და საკანონმდებლო მუშაობაში, რომელიც მიმართულია აუდიტის და ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიების განვითარებისკენ საქართველოში. იგი იყო ფედერაციის გამგეობის წევრი 2006 – 2010 წლებში.

2010 – 2016 წლებში ზურაბი სამი ვადით არჩეული იყო საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარედ.

2009 – 2019 წლებში ზურაბი ასრულებდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო და საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას და აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემუშავებაში.
მშობლიური ქართული ენის გარდა, ზურაბი თავისუფლად საუბრობს რუსულად და ინგლისურად.

კონსტანტინე სულამანიძე

კონსტანტინე სულამანიძე

კონსტანტინე სულამანიძეს ფლობს 18 წლიან გამოცდილება ფინანსურ სექტორში. ამჟამად იგი იკავებს ჰუალინგ დაზღვევისა და BHL ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციას.

წარსულში, კონსატანტინე სულამანიძე იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას პროგეს ბანკში და მთავარი მსესხებელი ოფიცრის პოზიციას რესპუბლიკა ბანკში.

ამასთან, მას აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, იგი ხელმძღვანელობდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტოს და მისი მმართველობის ქვეშ გატარდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რამაც ქვეყანაში სადაზღვევო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყო ხელი.

კონსტანტინე სულამანიძეს დაცული აქვს დოქტორის ხარისხი საბანკო რისკების მენეჯმენტში და ასევე ფლობს Hult-ის (USA & UK) საერთაშორისო ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს.

თეა მეგენეიშვილი

თეა მეგენეიშვილი

თეა მეგენეიშვილს აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნეს სამართალსა და დავების გადაწყვეტაში, ასევე სხვადასხვა იურისდიქციაში საერთაშორისო ტრანზაქციების მართვაში. თეა კონსულტაციას უწევს რთულ სამართლებრივ საკითხებზე საქართველოში, იტალიასა და ავსტრიაში, არის მომხსენებელი კონფერენციებზე, კითხულობს ლექციებს ვენის უნივერსიტეტში. 2004-2005 წლებში თეა იკავებდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

2014-2017 წლებში თეა იყო GIAC-ის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი და 2017-2020 წლებში GIAC-ის საარბიტრაჟო საბჭოს ხელმძღვანელი, ამასთანავე იგი 2013-2014 წლებში მონაწილეობდა GIAC-ის საარბიტრაჟო წესების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

თეა მეგენეიშვილი სპეციალიზირებულია საერთაშორისო არბიტრაჟში და აქვს წარმომადგენლის და არბიტრის გამოცდილება ინსტიტუციურ საერთაშორისო სამართალწარმოებაში (ICC, LCIA, ვენის წესები) სხვადასხვა ქვეყნის საპროცესო და მატერიალურ სამართლის შესაბამისად. მისი მთავარი მიმართულებებია სავაჭრო დავების გადაწყვეტა, განსაკუთრებით საინვესტიციო, სამშენებლო,  ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროში.