EN

მიზნები

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მთავარი ფუნქციაა კერძო ხასიათის დავების ადმინისტრირება. გარდა ამისა, ცენტრის საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე, იგი ემსახურება საქართველოსა და მთელს რეგიონში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების (ADR) განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ცენტრის საწესდებო მიზნებია:

  • საქართველოსა და მთელს რეგიონში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავის განხილვის ალტერნატიული მექანიზმების შექმნა და განვითარება;
  • დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული საშუალებების დანერგვა;
  • დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სასწავლო ცენტრის შექმნა;
  • არბიტრაჟის დარგში კონფერენციების, სემინარების მოწყობა, უცხოელი ექსპერტების მოწვევა;
  • არბიტრაჟისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დარგში საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მთარგმნელობითი საქმიანობა;
  • დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებული საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება;

 

ამ მიზნების მისაღწევად, საარბიტრაჟო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების სფეროში მოქმედ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.