EN

გამოცემები

GIAC-მა საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
calendar24.09.2020

GIAC-მა საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

2020 წლის 10 სექტემბერს, საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ მხარი დაუჭირა ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოში ახალი წევრების არჩევას.

საარბიტრაჟო საბჭოს ოთხო ახალი უცხოელი წევრი – იას ბანიფატემი(Shearman & Sterling), პატრიცია შონესი (Stockholm University), სტივენ ფინიციო (WilmerHale), მარკიან კლიუჩკოვკსი (Asters), ფრანცისკო ამალო (Martinez de Hoz & Rueda) და სამი ახალი ქართველი წევრი – ელენე გოგაძე (Sheppard, Mullin, Richter and Hampton LLP), ნატა ღიბრაძე (Hogan Lovells) და მაია ბაქრაძე ყავს.

ახალმა წევრებმა ჩაანაცვლეს ევა კალნინა, ირაკლი კორძახია, მარია კოსტიცკა, ნიკოლა მარიანი, სოფო ტყემალაძე და თეა მეგენეიშვილი, რომელთაც მეორე ვადა გაუვიდათ. ყოფილი წევრები ცენტრის დაარსებიდანვე ჩართული იყვნენ მის საქმიანობაში და დიდი წვლილი მიუძღვით ინსტიტუტის განვითარებასა და წარმატებაში. მათ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საარბიტრაჟო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საარბიტრაჟო ინსტიტუტის დაფუძნების პირველ წლებში.

ამასთანავე, საარბიტრაჟო საბჭოს ყავს ახალი თავმჯომარე, ქეთევან ბეთანელი (Freshfields Bruckhaus Deringer) და ახალი მოადგილეები, გალინა ჟუკოვა (Zukova Legal) და ლაშა არველაძე (AMK Law). სამივე მათგანი მეორე ვადით არიან არჩეული.

რაც შეეხება, საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრებს, უმეტეს მათგანს აქამდეც აკავშირებდათ საარბიტრაჟო ცენტრთან თანამშრომლობა. საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრების შერჩევისას მხედველობაში იქნა მიღებული მათი გამოცდილება, რეპუტაცია, კვალიფიკაცია, საარბიტრაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული, საარბიტრაჟო საბჭოს წევრის ეროვნებაზე, ენებისა და სხვადასხვა სამართლებრივი კულტურის ცოდნაზე.

უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი შემადგენლობა სრულად დააბალანსებს საარბიტრაჟო ცენტრში შემოსული დავების მხარეთა სხვადასხვა ენობრივი და განსხვავებული სამართლებრივი კულტურიდან გამომდინარე შესაძლოდ წარმოშობილ პრობლემატურ საკითხებს.

ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს საარბიტრაჟო საბჭოს ქართველ ენოვანი წევრები, რომლებსაც გააჩნიათ, როგორც კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟი დაგროვებული მნიშვნელოვანი გამოცდილება, ასევე საქართველოს მატერიალური და პროცესუალური სამართალის კვალიფიციური ცოდნა.

აქვე ხაზგასასმელია, რომ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი შემადგენლობის უმრავლესობის საქმიანობის ადგილი არის საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც ამცირებს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტების დადგომის შესაძლებლობას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი შემადგენლობა ახალი ძალებითა და ახალი გამოცდილებით გააგრძელებს და გააძლიერებს საქართველოში და მთლიან რეგიონში არბიტრაჟის განვითარების და პოპულარიზაციის კურსს. ამასთან, საარბიტრაჟო საბჭო იქნება დამოუკიდებელი და ხარისხიანი საარბიტრაჟო პროცესის შენარჩუნების გარანტი, რაც საარბიტრაჟო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.